2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მომზადდება შენიშვნები და კორექტირებული ვერსიას მთავრობას გადაეგზავნება. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზეა გათვლილი, შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი კი მილიარდ 200 მილიონით. დაგეგმილია ყველა სამინისტროს დაფინანსების ზრდა, ასევე პენსიების მატება და საჯარო სექტორში ხელფასების 8.4 %-ით მატება.