2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

18:11, 06.11.2026

საქართველოს მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა.

ბიუჯეტი 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. წინა ვარიანტთან შედარებით, მეორე განხილვისთვის ყველაზე მეტად იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი. 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია კი, 60 ლარით, 555 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, საჯარი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებისა და პერსონალის ხელფასები.

ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება.

მსგავსი