2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

18:27, 09.10.2026

პარლამენტში გრძელდება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა. დილიდან გაიმართა მსჯელობა დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა, სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომებზეც. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური მაჩვენებელი 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5 პროცენტს. პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები  701 მილიონ ლარით განისაზღვრა; სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით; ნოემბრის ბოლოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის საბოლოო ვერსია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მსგავსი