ღონისძიება, რომელსაც წლიდან წლამდე, სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენები მოუთმენლად ელოდებიან.
ახალ სპორტის სასახლეში, წლის სპორტსმენი 2025-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. დასახელდნენ როგორც საუკეთესო სპორტსმენები და პარა-სპორტსმენები, ისე საუკეთესო სპორტული გუნდები. ისტორიული მიღწევები, სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ ხშირად აჟღერებული ეროვნული ჰიმნი, ათასზე მეტი საერთაშორისო მედალი და ყველაზე მაღლა აღმართული ხუთჯვრიანი დროშა – 2025 წელი ქართული სპორტისთვის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა. ტიტულოვან სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის დღეს მადლობა არაერთხელ გადაუხადეს. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სპორტულ საზოგადოებასთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვინ გახდნენ 2025 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები – გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.