2025 წლის პრივატიზაციის მონაცემი

2025 წელს პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით, 102%-ით შასრულდა – საპრივატიზებო საქმიანობის შედეგად კი სახელმწიფო ბიუჯეტში – 217 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. წინა წელს მთლიანობაში ქონების მართვის სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და 529 ობიექტი გაყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აუქციონის ფორმით მოძრავი ქონებაც გაყიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 12 მილიონი ლარი შეადგინა.