2025 წელი რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა საქართველოსთვის.
მზარდი პოლარიზაცია, წინა წლის ბოლოს დაწყებული და უწყვეტად გაგრძელებული აქციები, მშვიდობიანი დამხობის გეგმის ჩავარდნა, მძიმე ბრალდებებით დაკავებული პოლიტიკოსები, რეზონანსული კანონები, კრიტიკა ბრიუსელიდან, გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, გამაფრთხილებელი გზავნილები და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი – წელი მარტივი არ ყოფილა თვეების წინ გუნდიდან წასული ლიდერებისა და გადამდგარი მინისტრებისთვის. ექს-მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული – „ქართული ოცნების“ რამდენიმე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ციხეში აღმოჩნდა.