პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. დოკუმენტში წინა წარდგენასთან შედარებით 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდეა გაზრდილი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი. შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია მილიარდ 200 მილიონით და 32 მილიარდ 400 მილიონს ლარს შეადგენს. პრიორიტეტია ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო დოკუმენტში წინა ვარიანტთან შედარებით ყველა კატეგორიის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება.