2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - შალვა პაპუაშვილის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. თარიღს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. „ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები კი წყალს გაატანეს“ – წერს შალვა პაპუაშვილი და ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის საბოტაჟსა და საპროტესტო ტალღის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ პროცესებზე კონკრეტულმა დასავლური ქვეყნებმა და დიპლომატიურმა მისიებმა უპრეცედენტო გავლენა მოახდინეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება და საქართველო ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს დაუპირისპირდა. განცხადების ბოლოს პაპუაშვილმა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთი წლის წინ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები დღეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს.