ევროვიზია 2023 - 9, 11, 13 მაისი, 23:00, პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე

ირუ ხეჩანოვი საქართველოს 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით Echo.

წელს კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.

რიგით 67-ე ევროფესტივალს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ევროვიზია