2022 წლის დადგომა მსოფლიოში რეგულაციების დაცვით აღინიშნა

როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ 2022 წელს.

ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო მთელ რიგ ქვეყნებში საზეიმო ღონისძიებები მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით დაიგეგმა. პირველებმა ახალი წლის შემოსვლა ტრადიციულად წყნარი ოკეანის კუნძულებზე, შემდეგ კი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში იზეიმეს. მოკრძალებულად აღინიშნა ახალი წლის დადგომა საბერძნეთში, სადაც ვირუსის გამო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა. ტრადიციული ფოიერვერკის გარეშე შეხვდნენ 2022 წელს საფრანგეთსა და გერმანიაშიც. ქვეყნების უმრავლესობა ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა ვიზიტორებს მოგზაურობა კოვიდ-პასპორტებით უწევთ.

დატოვე კომენტარი