2021 წელს გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირება 

მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა და 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. კუპონის განაკვეთი 5.1 %-ია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელიწადში ეს ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებისთვის. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.