2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გააცნობს. მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 5%-ია. ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციაში.