2020 წლის ეროვნული გამოცდები  

ცნობილია იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა ჩაბარება აბიტურიენტებს 2020 წელს დამატებით მოუწევთ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს და ის არჩევითი საგნები განსაზღვრეს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობაზე იქნება დაწესებული. ეს ვალდებულება უნივერსიტეტებს მას შემდეგ დაეკისრათ, რაც უნარების გამოცდა სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს და დამატებითი საგნის შერჩევის უფლება თავად სასწავლო დაწესებულებებს მისცეს.

გამოცდების რაოდენობის გარდა ცვლილებებია მოსალოდნელი ტესტების შინაარსშიც. შეცვლილ საგამოცდო მოდელს, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, განათლების სფეროში სკეპტიკოსებიც ჰყავს.