2020 წლის ბიუჯეტის განხილვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავს. დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გორში გამართა.

ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის პირველი პირები და შიდა ქართლის გუბერნატორი ესწრებოდა. საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.