2020 წელს ზუგდიდს ახალი თეატრი ექნება

2020 წელს ზუგდიდს ახალი თეატრი ექნება. შენობა, რომელიც ევროპული სტანდარტით უნდა აშენდეს. პროცესი აქტიურ ფაზაშია. თეატრი ორ დარბაზს გააერთიანებს, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო და დასი წარმოდგენებს წლების განმავლობაში ვერ მართავდა. სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა, მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერეს.