2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტს უმცირესობის სხდომაზე განიხილავენ.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ოპოზიციას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

უმცირესობას დოკუმენტთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები აქვს. ისინი სახელმწიფო ვალის მოცულობის გაზრდას აპროტესტებენ. კრიტიკა უკავშირდება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, კორუფციის წყაროა.

უმცირესობის წევრებმა ხელისუფლება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ათვისების ნაწილშიც დაიწუნეს. კითხვები დაისვა „ომეგა ჯგუფთან“ და კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც.