2019-ის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო ჩასაბარებელი ყურძნის ფასის დადგენაში არც წელს ჩაერევა და 2019-ის რთველიც სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა. მეწარმეებმა და მევენახეებმა წარმატებული თანამშროლობა და შეთანხმების მიღწევა შარშან სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეძლეს. მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინის ხარისხის კონტროლზე გამახვილდება, იმისათვის, რომ ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი, ხარისხის გაუმჯობესების პროცესი კი შეუქცევადი გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ღვინოს ადგილი პრემიუმ კლასის სეგმენტში დაიმკვიდროს.