2018 წლის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გამართა.

სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე გაუძღვა. შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე ევროპულმა საქართველომ ვანსა და ხონში მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, სადაც მათი თქმით, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელი ადგილობრივებს პარტიის კანდიდატთან, გიგი უგულავასთან გადაღებული ფოტოსურათისა და გამოხატული სიმპათიების გამო, რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმით ემუქრება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდება.