2018 წლის სამოქმედო გეგმა და 2017-ის ანგარიში - ქეთევან ციხელაშვილმა დოკუმენტი წარადგინა

2018 წლის სამოქმედო გეგმა და 2017 წლის საქმიანობა, – ანგარიში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წარადგინა. მთავარი აქცენტი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და მათი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვაზე გამახვილდა. პრეზენტაციას სახალხო დამცველიც ესწრებოდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატი ზედამხედველობას უწევს,  თუ რა ღონისძიებას ატარებს სახელმწიფო  უმცირესობების ინტეგრაციისათვის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით კვლავ ბევრი პრობლემა რჩება.