2018 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4 % იყო

მიმდინარე წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა საქართველოში ოთხი პროცენტი იყო.

წინასწარი შეფასებით, ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

ამასთან, წინა თვესთან შედარებით, ზრდა შენელებულია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამას მშენებლობის სექტორს უკავშირებს.