2017 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები „მოამბეში“

2017 წელი პოლიტიკური მოვლენებით საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს ასრულდა ქვეყნის მოსახლეობის მრავალწლიანი ოცნება, როდესაც ევროპამ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა. ამასთან, ვიზალიბერალიზაციამ მოსახლეობას ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციის იმედიც გაუღვივა.

წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა ახალი უზენაესი კანონის მიღებაც, რასაც წინ მრავალთვიანი პოლიტიკური დაპირისპირება უძღოდა. თუმცა, კონსტიტუციის გარდა, პოლიტიკურმა უთანხმოებამ სხვა საკითხებიც მოიცვა. მათ შორის არის ნაციონალური მოძრაობის ორად გაყოფა და მათთან პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება.

მიმდინარე წელი თვითმმართველობის არჩევნებითაც გამორჩეული იყო. კიდევ რით დაგვამახსოვრა თავი 2017-მა წელმა პოლიტიკურ ჭრილში, სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ.