2017 წლის კულტურული ცხოვრების ქრონიკა

2017 წელი გამორჩეული იყო კულტურის სფეროსთვის. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენილი ძეგლები, თეატრალური და კინო-პრემიერები, იუნესკოს ისტორიული გადაწყვეტილება გელათის ტაძარზე და საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება. ნოემბრის ბოლოს მეცნიერულ დონეზე დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოა. ეს წლის მთავარი კულტურული მოვლენების არასრული ჩამონათვალია. პოზიტიურთან  ერთად იყო რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტიც. მიმდინარე წელი კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებისთვის განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა. მათ შორისაა ფრაკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი სამუშაო, რომლის გარშემო დაპირისპირება ჯერ ისევ გრძელდება.