2017 წლის გამარჯვებულები - "ოქროს გლობუსის“ რიგით 75-ე ცერემონია ბევერლი ჰილტონში გაიმართა

ჰოლივუდში, ბევერლი ჰილტონში, „ოქროს გლობუსის“ რიგით 75-ე ცერემონია გაიმართა. როგორც დაანონსებული იყო, სექსიზმის, ბულინგისა და სექსუალური შევიწროების გასაპროტესტებლად მსახიობებმა წითელ ხალიჩაზე შავი ტანისამოსი მოირგეს.

„ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე საუკეთესო სატელევიზიო სერიალის ნომინაციაშიმხევლის წიგნი“ დაჯილდოვდა. ამ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო სერიალები „უცნაური ამბები“, სატახტოთა თამაშები“ და „ეს ჩვენ ვართ“.  ნომინაციაში საუკეთესო კომედიური შესრულებისთვის ჯილდო ჯეიმს ფრანკოს გადაეცა ფილმისთვის „კატასტროფის შემსრულებელი“.

„ოქროს გლობუსი“ 25 კატეგორიაში გადაეცემათ, მათ შორის სატელევიზიო ფილმებსაც. დაჯილდოების პირველი ცერემონია 1945 წელს გაიმართა.