2015 წლის პარიზის ტერაქტის მთავარმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და ჩვენების მიცემას დათანხმდა

2015 წლის პარიზის ტერაქტის მთავარმა ბრალდებულმა, სალაჰ აბდესლამმა დუმილი დაარღვია და პირველად ჩვენების მიცემას დათანხმდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი მოსამართლის შეკითხვებს რამდენიმე წუთის განმავლობაში პასუხობდა. დეტალები, ჯერჯერობით, მედიისთვის უცნობია.

2015 წლის 13 ნოემბრის ღამეს, ტერორისტების სამმა დაჯგუფებამ პარიზში ტერორისტული აქტი განახორციელა. ტერაქტებს 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 350-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმის დროს აბდესლამი საფრანგეთში იმყოფებოდა, ტერაქტის შემდეგ კი ბელგიაში დაბრუნდა.

გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტის დროს მას შაჰიდის ქამარი ეკეთა, რომელიც არ აფეთქდა. ის ბელგიაში სპეცოპერაციის შედეგად, 2016 წლის მარტში დააკავეს.