„2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ 1 ლარად, რვა მნიშვნელოვანი ობიექტი გაასხვისა“-TI-ი კვლევას აქვეყნებს

2013-2017 წლებში აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ 1 ლარად, 8 მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა, თუმცა უმრავლესობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა, – ნათქვამია  კვლევის შედეგებში, რომელიც დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისმა გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, კითხვით ნიშნებს აჩენს და საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რვა იურიდიული პირიდან, რომლებსაც ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ, ოთხი რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით, ერთი კი რამდენიმე დღით ადრე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციით აუცილებელია, ინვესტორის შერჩევა კონკურენტულ გარემოში, მათ მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტური მონიტორინგი და 1 ლარად ობიექტის გასხვისების დროს მყიდველის შერჩევის ზუსტი კრიტერიუმების დადგენა.