2008 წლის ომის ქრონიკა

კიდევ ერთხელ, ხუთდღიანი ომის ქრონიკის შესახებ.

ცხინვალიდან ქართული სოფლების მიმართულებით ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში დაწყებულ სროლებს და 7 აგვისტოს რამდენიმე სოფლის დაბომბვას, საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი როკის გვირაბიდან ცხინვალში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა გამოჩნდა. ამ დროს ქართულ საბრძოლო შენაერთებს ცხინვალის ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდათ, თუმცა რუსული ავია-იერიშის გამო უკან დახევა დაიწყეს. რუსულმა ავიაციამ გორი და რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაბომბა.

ხუთდღიანი ინტენსიური საომარი მოქმედებები ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევის შედეგად შეწყდა.

დატოვე კომენტარი