2008 წლის ომის გმირების გახსენება რუსთავში

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქალაქ რუსთავში.

გმირი სამხედროების ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და დაღუპული სამხედროების საფლავები.

სამშობლოსთვის თავგანწირული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა. ჯარისკაცების ამსახველი ფოტოებით  და ბიოგრაფიებით, გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს გადეცათ ფოტოალბომები. მსგავსი ალბომები სკოლებსა და ბიბლიოთეკებსაც დაურიგდება.