2008 წლის ომი – დავით საყვარელიძის განცხადება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე, იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომმა საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა.
ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის არმიაც გარკვეულწილად ქაოტურად მოქმედებდა. საყვარელიძის შეფასებით, საქართველო იმ დღეებში უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა.