2008 წლის აგვისტოს ომი - ღონისძიებები რუსთავში

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა რუსთავში.

გმირთა მემორიალთან მოიხატა გლოვის სიმბოლო, ყაყაჩო და მასზე შესაბამისი ფერებით სანთლები განლაგდა. იქვე, მოლბერტებზე 8 აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი რუსთაველი ჯარისკაცის ფოტო განთავსდა. ყაყაჩოს გარშემო ახალგაზრდებმა საეკლესიო სანთლებით ხელში, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად ჰაერში ფრანები გაუშვეს. ღონისძიებას რუსთავის მერი და აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

დატოვე კომენტარი