თბილისის ოლიმპიური სასახლე სპორტულ კარატეში „ოუფენ ჯორჯია 2024“-ს მასპინძლობს. საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტურნირზე შვიდი ქვეყნის 750-მდე მამაკაცი და ქალი სპორტსმენი ასპარეზობს. შეჯიბრზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მომავალი წევრები შეირჩევიან.