დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ

უკვე მესამე დღეა, 200-მდე დევნილ ოჯახს „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი აქვს დაკავებული. პროტესტის ამ ფორმით ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მოქალაქეებთან მისული იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც, თუმცა მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.