200 კილოგრამი ჰეროინის საქმე

50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი „ჰეროინის“ საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, ბრალდების მხარემ სწორედ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. ირანის მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე წარუდგინა.

მაკა ლაშხიას ჩართვა თემის დეტალებით #მოამბე