20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალური ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 20 წლის წინ მომხადრ ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 11 სექტემბრის მემორიალურ ღონისძიებებზე ჯო ბაიდენი სიტყვით არ გამოსულა. მან მიმართვა ერთი დღით ადრე გაავრცელა. მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა.