2001 წლის 11 სექტემბერი – დღე, როდესაც ტერორისტებმა სუპერსახელმწიფო გამოიწვიეს. თერთმეტმა სექტემბერმა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი სრულად შეცვალა. ტერორისტულ თავდასხმას ვაშინგტონმა ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომით უპასუხა, რომლის შედეგებს მსოფლიო დღესაც ებრძვის.
2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ში დღეს მემორიალური ცერემონია მიმდინარეობს – მანჰეტენზე, ცერემონიას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტები, ბარაქ ობამა და ბილ კლინტონი ესწრებიან.
გივი ბარამიძის რეპორტაჟი.