20 პოლიტიკური ორგანიზაცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

20  პოლიტიკური ორგანიზაცია, მაჟორიტარული სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის ბიუროს მიმართეს და ინიციატივის დარეგისტრირება და შესაბამისი ბლანკების გადაცემა მოითხოვეს.

მათი თქმით, კანონის მიხედვით, ბლანკები ერთი კვირის ვადაში უნდა გადაეცეთ, რის შემდეგაც ისინი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები უკვე პროპორციული წესით გაიმართოს. მათი თქმით, ეს პარლამენტის სამართლიანი, და მოქალაქეთა ნების შესაბამისად  დაკომპლექტების ერთადერი გზაა.