20 ივნისს უანგარო დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება

20 ივნისს უანგარო დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციების ის თანამშრომლები დააჯილდოვეს, რომლებმაც სისხლი უანგაროდ გაიღეს.

პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობს, რომლის მიზანია, 2020 წლისთვის სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.