20 ივნისს დაკავებულების საქმე

20 ივნისს აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე მთავარ პროკურატურას მიმართავს.

მარი სარქსიანმა საგამოძიებო უწყებაში მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნის განცხადება შეიტანა. ტექსტში ნათქვამია, რომ ლევან ჯიქური ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და დაკავების შემდეგ, ოჯახი გაჭირვების წინაშე დგას.