20 ივნისის საქმე – გამოკითხვა პროკურატურაში

18:02, 18.11.2025

ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა გამოკითხვაზე, ქალაქის პროკურატურაში, გიორგი ჭოლაძე, რომელიც გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერის, ირაკლი ბახტაძის, ადმინიტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ჭოლაძემ განაცხადა, რომ მას კითხვები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს. მისივე თქმით, საუბარი შეეხო, 20 ივნისის საღამოს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, თუ ვინ იმყოფებოდა ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები და როგორ განვითარდა მოვლენები. გიორგი ჭოლაძემ განაცხადა, რომ მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის საუბარი შეეხო, 20 ივნისს პარლამენტის შენობაში მყოფ გერმანიის ელჩსაც. ჭოლაძე მზად არის გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, კვლავ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

მსგავსი