20 ივნისის აქციის დაშლის საქმე – სასამართლო პროცესი 

21:47, 08.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესი გრძელდება. საქმე ეხება 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდს, რომელშიც გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებას ედავებიან. სისხლის სამართლის საქმე ნოემბერში აღიძრა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე მედიის წარმომადგენლები დაკითხა. მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორი კახა ჯონჯუა. მოწმეებმა სასამართლოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს აქციის დაშლის  ეპიზოდი, რა დროსაც სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლებმა რეზინის ტყვიებით მიიღეს დაზიანება, რომელთა გამოყენების ბრძანება მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას არ გაუცია.

მსგავსი