საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილი ექვსი წლის შემდეგ 20 ივნისის ამბავს ეხმაურება. „დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი „ნაცმოძრაობის“ რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს.“ – ნათქვამია განცხადებაში.