20 ახალი ავტობუსი

ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი გრძელდება.

თვის ბოლოდან თბილისში გერმანული წარმოების 90 ახალი ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა. პოლონეთში მდებარე „მან“-ის ქარხანაში აწყობილი და საქართველოში გამოსაგზავნად გამზადებული სატრანსპორტო საშუალებები უკვე დაათვალიერა დედაქალაქის მერმა. 10-მეტრიანი ავტობუსები შშმ პირებისთვისაც არის გათვალისწინებული. ევროპულ სტანდარტებზე გათვლილ ტრანსპორტში ვიდეო-კამერებიც იქნება დამონტაჟებული.