20-21 ივნისის საქმის განხილვა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და კიდევ ორი ბრალდებულის საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. პროცესს  ბესიკ თამლიანი და კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებიან, სხვა ბრალდებულები კი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადებულან.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე იკითხება. პროკურორის განცხადებით,  სამართალდამცველები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ აქციაზე, ისაუბრებენ საქმესთან შემხებლობაზე. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც ბრალდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას  დაადასტურებს.

დატოვე კომენტარი