20-21 ივნისის საქმე

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების პროცესები გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად ოთხი ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის 3  მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზები. საქმის განხილვაზე ბესიკ თამლიანის დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოში ასევე ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი. საქმეზე სამი ექსპერტი დაიკითხა. ბრალდების განცხადებით, ექსპერტებმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანებებზე და ზარალის ოდენობაზე ილაპარაკეს. დაცვის მხარის განმარტებით, მოწმეების ჩვენებით დაკავებულების ბრალდებულება არ იკვეთება.