20-21 ივნისის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მუხრან ფანგანმა ბრალი აღიარა. ფანგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დაყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. საქმის პროკურორის თქმით, მას შემდეგ რაც ბრალდებულმა ბრალი აღიარა, მოიკლო გარკვეულმა საფრთხეებმა მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით.