20-21 ივნისის საქმე

ციხე, ივნისის მოვლენების დროს დაკავებულმა კიდევ სამმა პირმა დატოვა. იმ 18 პირიდან, რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, საპროცესო შეთანხმება 13 დაკავებულთან გაფორმდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მათი მხრიდან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის აღიარება გახდა. თუმცა, დღეს გათავისუფლებული სამი პირიდან ერთ-ერთმა სასამართლო დარბაზში და დარბაზის გარეთ სხვადასხვა განცხადება გააკეთა.