20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ორი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილია.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილსა და 20 ივნისის აქციის მონაწილე კიდევ ოთხ  მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

გიორგი კობერიძე დეტალებით.