20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელია დაკავებული. მას აქციის დაშლისას სპეცსაშუალებების გამოყენების წესის დარღვევას და 2 მონაწილისთვის დაზიანებების მიყენებას ედავებიან. განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის მეორე თანამშრომელს კი, ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

პარალელურად, პოლიციის მთავარ სამმართველოში 4 მოქალაქე ელოდება ბრალის წარდგენას. მათ მიმართ საქმე აღძრულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.

გიორგი კობერიძე დეტალებით.