20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვთ. ადვოკატები ამ წუთებში შსს-ში იმყოფებიან. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.