20-21 ივნისის აქციის საქმე

20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის მიმართ, მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია. – “სირცხვილია!” შეძახილებით, დარბაზის ერთმა ნაწილმა სასამართლოს შენობა დატოვა. მანამდე, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბესიკ თამლიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხდება, მტრის ინტერესებშია. წინასასამართლო სხდომაზე, 7 პირის მიმართ ადვოკატები აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. დაკავებულებს ბრალი 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედებათ. სასამართლო პროცესის პარალელურად, ბრალდებულ ბესიკ თამლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დატოვე კომენტარი