20-21 ივნისის აქციებზე დაკავებულების საქმე

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძეს, მას 5 ათას ლარიანი გირაო დაახელობით 1 თვის წინ შეუფარდეს.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი დღეს კვლავ მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.